მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველო ზღვაა, შავი ზღვა კი - ხმელეთი, კადიროვის ინაუგურაციაზე უცნაური რუკა გამოჩნდა

კადიროვის რუკა

ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის ინაუგურაციაზე, რომელიც გროზნოში, ოფიციალური მიღების სასახლეში გაიმართა, მსოფლიოს ძალზე უცნაური რუკა გამოჩნდა, სადაც ბევრი შეცდომა დაფიქსირდა. ასე, მაგალითად, რუკაზე საქართველო ზღვად არის ნაჩვენები, შავი ზღვა კი - ხმელეთად. ხმელეთად არის ნაჩვენები კასპიის ზღვაც. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

რუკის მიხედვით, ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს (ზღვის) შემადგენლობაში შედის. ასევე, რუკიდან გაქრა უნგრეთი. რუსეთი ამ რუკაზე მწვანე ფერად იყო ნაჩვენები და სახალინის კუნძული იაპონიის ტერიტორიად არის მითითებული.

უკრაინის ტერიტორიაც არასწორად არის ნაჩვენები, მაგრამ რუკაზე აშკარად ჩანს, რომ ყირიმი უკრაინის ტერიტორიაში შედის. სამაგიეროდ უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილი მწვანედ, ანუ რუსეთის ტერიტორიად არის აღნიშნული.

არც გროზნოში, არც კრემლში ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

ცნობისთვის, 19 სექტემბერს ჩეჩნეთის რესპუბლიკაში გამართულ პრეზიდენტის არჩევნებში რამზან კადიროვმა გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 99,7% მიიღო. კადიროვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობას 2004 წლიდან იკავებს.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 მიწისძვრა პაკისტანში - არიან დაღუპულები და დაშავებულები (ვიდეო)

🔴 200-ზე მეტი ნაწამები და გაუპატიურებული პატიმარი რუსეთის ციხეებში - რუსი უფლებადამცველები

🔴 ნატო ალიანსის შტაბ-ბინიდან რუსეთის წარმომადგენლობის 8 თანამშრომელს აძევებს