მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს მომდევნო კვირაში აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეწვევა

პენტაგონის ხელმძღვანელი

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა - ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

პენტაგონის პრესმდივნის თქმით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპაში მიემგზავრება.

ვიზიტის ფარგლებში ლოიდ ოსტინი საქართველოს, უკრაინას და რუმინეთს ეწვევა, ვიზიტს კი, ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალზე დაასრულებს.

ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტის ზუსტი თარიღი უცნობია.