უცხოეთი

საქართველო ჯერ კიდევ შორსაა ევროკავშირის ღირებულებებისგან - ევრონიუსი

ევრონიური საქართველოზე
1627026617
დაკოპირებულია

საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ევრონიუსი ვრცელ სიუჟეტს უძღვნის, სადაც ქვეყნის პოლიტიკური სისტემის დღევანდელ მდგომარეობას, ასევე, სასამართლოს დამოუკიდებლობას განიხილავენ. საუბარია იმაზე, თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ ევროკავშირის წევრ 27 ქვეყანაში, სადაც სამართლებრივი სისტემა, მედიის თავისუფლება და ინსტიტუციონალური პრობლემები მუდმივად ხვდება სპეციალურ ანგარიშში.

ევრონიუსი წერს, რომ საქართველო, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს, სულ უფრო ხშირად იქნება მსგავსი შეფასებების და ანგარიშების ყურადღების ცენტრში და რომ ევროკავშირმა ის ამ პროგრამაში ოფიციალურად უნდა ჩართოს.

„საქართველო ჯერ კიდევ შორს არის ევროკავშირის ფასეულობებისგან. საქართველო ამჟამად ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორია და ასევე, მას ნატოში გაწევრიანება სურს. ამასთანავე, თბილისში დაგეგმილი გეი-აღლუმის ჩაშლა და ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა, რომელთაგან ერთი მოგვიანებით გარდაიცვალა, აჩვენებს, რომ საქართველოს ევროკავშირის ფასეულობებამდე კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი. გასული წლის სექტემბერში ევროპულმა პარლამენტმა მოუწოდა ხელისუფლებას, რომ თავი შეიკავოს ოპოზიციის წევრთა წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების აღძვრისგან და სასამართლო სისტემის რეფორმა განახორციელოს. როგორც წესი, საქართველოს მთავრობა ამ რეკომენდაციებს არ იზიარებდა და ცოტა ხნის წინ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დანიშნა, რაც ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებას არ შეესაბამება.

საქართველოში სასამართლოს სრულად გამოკითხულთა მხოლოდ 2% ენდობა. სასამართლო დამოუკიდებლობის მხრივ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგში საქართველო მე-80 ადგილზეა. Amnesty International-ის ინფორმაციით, საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს შიში პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო დავების თაობაზე. მართალია, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, გარკვეული ძველი პრობლემების მოგვარება უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ეს თავიდან ჩანდა.

გასული წლის ნოემბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს საერთაშორისო დამკვირვებლებმა ამომრჩეველზე ძალადობის შესახებ არსებულ მრავალ ბრალდებაზე გაამახვილეს ყურადღება. ასევე საუბარი მიდიოდა იმაზე, რომ სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვარი პრაქტიკულად არ არსებობს.

მოგვიანებით მოხდა ოპოზიციონერი ნიკა მელიას დაკავება, ხოლო ოპოზიცია პარლამენტში მხოლოდ მრავალთვიანი მოლაპარაკების შემდეგ შევიდა, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარეობდა. მელიას გათავისუფლების სანაცვლოდ გირაო სწორედ ევროკავშირმა გადაიხადა.

არსებობს შიში და ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავსი დარღვევები 2021 წლის ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროსაც მოხდეს", - წერს ევრონიუსი.

პუბლიკაციაში, ასევე, აღნიშნულია, რომ რეპრესიები იმ მედია საშუალებებზე და ბიზნესზე ხორციელდება, რომელსაც სახელმწიფოსთან მჭიდრო კავშირები არ აქვს. ჟურნალისტები და მედია მუდმივად ხდება პოლიტიკური ზეწოლის ობიექტი.

ბოლო მაგალითი იყო იმ ჟურნალისტებზე ძალადობა, რომლებიც გეი-აღლუმს აშუქებდნენ. „მთავარ არხს“ და „აჭარა ტვ“-ს პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებით და თანამშრომლების გათავისუფლებით ემუქრებოდნენ.

ევრონიუსის ინფორმაციით, ევროსაბჭომ ვენეციური კომისიის დასკვნაზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც გმობს საქართველოში მიღებულ კანონებს, რაც მთავრობას კავშირის ელექტრონული საშუალებების მართვის უფლებას აძლევს. ეს უკვე განხორციელდა კომპანია „კავკასუს ონლაინთან“ დაკავშირებით.

„საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებას მხარს უჭერს. ამასთანავე მოსახლეობაში საკმაოდ ძლიერია მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენა, რომელიც მხარს უჭერს შეზღუდვებს და საქართველოს დასავლურ ორიენტაციას ეწინააღმდეგება.

ეკლესიას ახლო კავშირი აქვს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან, ანუ იმ ქვეყანასთან, სადაც თუ ადამიანი გეია, ის კანონს არღვევს. საქართველოზე რუსეთის გავლენა საერთო ჯამში მუდმივ პრობლემად რჩება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებზე თავდასხმა დაგმო, ამასთანავე განაცხადა, რომ გეი აღლუმი ქართული საზოგადოების უმეტესობისთვის მიუღებელია.

დემოკრატიის და საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობაში ნდობა კვლავ ძალზე დაბალია. ეკლესია კი პირიქით, ძალზე მაღალი პოპულარობით სარგებლობს - დაახლოებით 84%. სწორედ ამაში მდგომარეობს საზოგადოების პრობლემა. თუ მას ევროპასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობები სურს, ისტორიული რუდიმენტების მნიშვნელობა უნდა შემცირდეს. თავის მხრივ, პოლიტიკურმა კლასმა უნდა აჩვენოს, რომ მას შეუძლია სასამართლოს დამოუკიდებლობის და დემოკრატიის უზრუნველყოფა და ეკლესიის რეაქციულ შეხედულებებს უნდა განერიდოს“, - იუწყება „ევრონიუსი“.

კვლევის ავტორია მერი ჰონიბოლი, რომელიც ევროპარლამენტის წევრი იყო დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიიდან 2000 – 2019 წლებში. ის ქალთა უფლებების და გენდერული თანასწორობის კომიტეტს ხელმძღვანელობდა. ჰონიბოლი მუდმივად წერს სტატიებს ადამიანის უფლებებზე, ასევე პოლიტიკაზე, რელიგიაზე და გენდერულ თანასწორობაზე.

გერმანიაში არჩევნები
მიმდინარეობს

არჩევნები გერმანიაში - მოსახლეობა კანცლე...

გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. პარლამენტის წევრთა არჩევა 4 წლის ვადით ხდება.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ბენეფიციარი კომპანია „ელ +“-ის ადგილობრივი საწარმოს და შოურუმის გახსნას დაესწრო.

1632645737

საქართველოს ყოფილი პრემიერი და ამჟამად, ოპოზიციაში მყოფი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მისი და მოქალაქეების ნდობა არ გაამართლა.

1632645452

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულახში, ქართულ-ფრანგული ინვესტიციით შექმნილი ახალი, თანამედროვე სტანდარტის მესაქონლეობის ფერმა „სომე დე ლ’ელევაჟ“ დაათვალიერა.

1632645341

შვეიცარიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ რეფერენდუმი ტარდება.

1632643975
საქართველოს პრეზიდენტი 2020
წელი

პრეზიდენტი საფრანგეთს სამუშაო ვიზიტით ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში საფრანგეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ერთი პაპაჩემის მამა, იასონა ადგება საფლ...

„ერთი პაპაჩემის მამა, იასონა ადგება საფლავიდან და მეორე სააკაშვილი ჩამოვა საარჩევნოდ, აგერ მე და აგერ თქვენ, გამორიცხულია ეგ ამბავი“, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

თბილისის უბნები, რომლებსაც 26 სექტემბერს...

გეგმური სამუშაოების გამო 26 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება - ინფორმაციას კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„ყველა უნდა ვიყოთ ჩუმად, რომ ის შეცდომებ...

„ჩვენ განვითარებადი დემოკრატია ვართ. კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, რომელიც ჩვენ და თქვენ გინდათ, ჩვენ იმ რეალობაში ვიმყოფებით, რომელშიც ვართ და ამ ობიექტური რეალობის გათვალისწინებით, ისეთი მიზნები უნდა დავისახოთ, რომელიც რეალურია ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ მე დავიჭირე ის პოზიცია, რაც დავიჭირე და ვთქვი ის, რაც ვთქვი“, - აღნიშნულის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ დავით გარეჯის კამპანიის შესახებ განაცხადა.