მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქსონიაში 20 კვირამდე ორსულების ვაქცინაცია დაუშვეს

ორსული ქალების აცრა

გერმანიის საქსონიის მხარეში 20 კვირამდე ორსული ქალების კოვიდვაქცინაცია დაუშვეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ ორსული ქალების კოვიდვაქცინაციაზე ოფიციალური ნებართვა გაცემული არ არის. ამიტომ ბევრი ქალი ქვეყნის სხვა რეგიონებიდან საქსონიაში ჩადის, რათა იქ ვაქცინა გაიკეთოს.

კოვიდვაქცინაციის დროს „მოდერნას“ და „ფაიზერის“ კომპანიების ვაქცინები გამოიყენება. ექიმები აცხადებენ, რომ ორსული ქალის აცრის დროს, მისი გარდაცვალების რისკი კორონავირუსით ინციცირებასთან შედარებით 20-ჯერ დაბალია.