მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საფრანგეთში „სანიტარიული დიქტატურის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს (Live)

აქციები პარიზში

საფრანგეთის დედაქალაქში და ქვეყნის მასშტაბით 150 ათასამდე ადამიანი საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. ისინი ე.წ „ჯანმრთელობის საშვს" აპროტესტებენ. ამის შესახებ france24.com იუწყება.

აქციის მონაწილეები ხელისუფლების გადაწყვეტილებას კოვიდ საშვების შესახებ „სანიტარიულ დიქტატურას" უწოდებენ. ეს საბუთი საფრანგეთის საზოგადოებრივ და კულტურულ ობიექტებში შესვლისას სავალდებულო გახდა.

პარიზის გარდა საპროტესტო გამოსვლები მარსელში, ნიცაში, ნანტში და მონპელიეში იმართება. Harris Interactive x Euros Agency-ის მიერ ჩატარებული ბოლო სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, საპროტესტო აქციებს 10-დან 4 ფრანგი მხარს უჭერს.

ამასთანავე სხვა კვლევაც არსებობს. Ipsos-Sopra Steria-ს მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 69% სამედიცინო პერსონალის სავალდებულო ვაქცინაციას მხარს უჭერს. ეს რეგულაცია საფრანგეთში სექტემბერში უნდა ამოქმედდეს.

ცნობისთვის, საფრანგეთში 21 ივლისიდან კინოთეატრებში, მუზეუმებში, სპორტულ ღონისძიებებზე, კულტურულ ობიექტებში შესვლისას ვაქცინაციის ცნობის ან კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენაა აუცილებელი. ე.წ. სამედიცინო პასპორტი, ანუ «Pass sanitaire» ყველა ღონისძიებაზე დასასწრებად არის აუცილებელი, რომელსაც 50-ზე მეტი ადამიანი ესწრება.

ამ ადამიანებს დახურულ სივრცეში შეუძლიათ პირბადე არ იხმარონ. ამასთანავე, პირბადე კვლავ სავალდებულოა მაღაზიებში, საწარმოებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. აგვისტოდან კი Pass sanitaire-ს წარდგენა სავალდებულო გახდება კაფეებში, რესტორნებში და სავაჭრო ცენტრებში.