მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სასამართლოს შენობასთან, სადაც ნავალნის პროცესი მიმდინარეობს, 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ნავალნის სასამართლოსთან დაკავება

მოსკოვში, სიმონოვის რაიონის სასამართლოს შენობასთან, სადაც რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის პროცესი მიმდინარეობს, 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა შორის ჟურნალისტებიც არიან. ამის შესახებ BBC იუწყება. 

სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, შეუცვალოს თუა რა „ივ როშეს“ საქმეზე ნავალნის პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის იუწყება, რომ ალექსეი ნავალნი ამ სამსახურში პირობითი სასჯელით გათვალისწინებულ აღრიცხვაზე რამდენჯერმე არ გამოცხადდა. ნავალნის ადვოკატები კი აცხადებენ, რომ ის მოწამვლის შემდეგ გერმანიაში მკურნალობდა და, შესაბამისად, აღრიცხვაზე ვერ გამოცხადდებოდა.

ნავალნი შერემეტიევოს აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს, როდესაც ის ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნდა. 19 იანვარს სასამართლომ მას 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კრემლი დიდი ხნით ნავალნის ციხეში ჩასმას გეგმავს. ოპოზიციონერის გათავისუფლების მოთხოვნით 23 და 31 იანვარს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა. მხოლოდ 31 იანვარს პოლიციამ საერთო ჯამში 7 ათასამდე ადამიანი დააკავა.

ასევე წაიკითხეთ:

🚪 მოსკოვის სასამართლო დღეს ალექსეი ნავალნის საკითხს იხილავს

🚪 ნავალნის ფილმს პუტინის სასახლეზე YouTube-ზე 100 მლნ-ზე მეტი ნახვა აქვს