მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სენტ ვინსენტის და გრენადიმების პრემიერ-მინისტრს ანტივაქსერებმა თავი გაუტეხეს

ანტივაქსერებმა პრემიერს თავი გაუტეხეს

კარიბის ზღვაში მდებარე სახელმწიფოს, სენტ ვინსენტის და გრენადინების პრემიერ-მინისტრს რალფ გონსალვიშს ანტივაქსერებმა თავი გაუტეხეს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ინციდენტი სამედიცინო სფეროს მუშაკების სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე მოხდა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პრემიერ-მინისტრს, თავში ქვა მოარტყა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტთან მივიდნენ და შენობას ბოთლები და ქვები დაუშინეს. მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრი ინციდენტის ადგილიდან გაიყვანეს, ის მეზობელ ქვეყანაში, ბარბადოსში გაემგზავრა, სადაც მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიას ჩაუტარებენ.

74 წლის გონსალვიში სენტ ვინსენტს და გრენადინებს 2001 წლიდან უდგას სათავეში. ამ დროისთვის კუნძულზე მოსახლეობის 9% არის სრულად ვაქცინირებული.