უცხოეთი

შარლ მიშელს უთვალთვალებდნენ - brusselstimes.com

თვალთვალი შარლ მიშელზე
1626877996
დაკოპირებულია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს სპეციალური პროგრამის, Pegasus-ის მეშვეობით უთვალთვალებდნენ. ამის შესახებ brusselstimes.com იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, მიშელზე თვალთვალი 2019 წელს ხორციელდებოდა, როდესაც ის ბელგიის პრემიერ-მინისტრი იყო. პროგრამა Pegasus ისრაელის კომპანიის NSO-ს მიერ არის შექმნილი. ის სამთავრობო სტრუქტურებს გადაეცა. პროგრამის მეშვეობით მობილური ტელეფონით საუბრის მოსმენა იყო შესაძლებელი, ასევე, ის სატელეფონო წიგნაკზე და სხვა მონაცემებზე წვდომას უზრუნველყოფდა. ოფიციალურად პროგრამა Pegasus ტერორიზმთან ბრძოლისთვის გამოიყენება.

საერთო ჯამში თვალთვალი 50 000 აბონენტზე ხორციელდებოდა. მაღალჩინოსნებს შორის მიშელის გარდა თვალთვალი საფრანგეთის პრეზიდენტზე ემანუელ მაკრონზე და ჯანმოს ხელმძღვანელზე ტედროს გებრეისუსზე ხორციელდებოდა.

ცნობისთვის, მედიასაშუალებების მიერ ჩატარებული გამოძიების ინფორმაციით, ევროპაში დისიდენტებს, ჟურნალისტებს და უფლებადამცველებს კომპიუტერული პროგრამებით უთვალთვალებდნენ.

სპეციალური პროგრამების საშუალებით შესაძლებლობა იყო შეტყობინებების, ფოტოების, ელექტრონული ფოსტის და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება. Pegasus Project-ის გამოძიების ინფორმაციით, თვალთვალი 50 000 მობილურ ნომერზე ხორციელდებოდა. მათ შორის იყვნენ ფრანგული არაკომერციული ორგანიზაცია Forbidden Stories და უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty.

თვალთვალი 600-მდე პოლიტიკოსზე და ოფიციალურ პირზე მიმდინარეობდა. საუბარია სახელმწიფო მეთაურებზეც. 180 ჟურნალისტს შორის არიან Associated Press-ის, Reuters-ის, CNN-ის, The Wall Street Journal-ის, Le Monde-ს და The Financial Times-ის თანამშრომლები.

მეგის ქარდავას
საქართველოში
ექსტრადირება

„ცრუ მოწმეების პირით მოვასმენინებ საზოგა...

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აგრძელებს „საფინანსო სექტორის მიმოხილვისა“ და „მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის“ გამოქვეყნებას.

1632155716

„ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ სტრატეგიის და სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, ლიბერთი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას „შეხვედრები ახლებურად“ .

1632155582

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მალხაზ ბეგიაშვილი ქალაქ წნორში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მშობელთა კავშირს ესტუმრა. მერობის კანდიდატი ბენეფიციარების და მშობლების პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

1632155118

„არაფერი არ უნდა გვიკვირდეს „ვიკილიქსის“ ეპოქაში და ის, რომ ამ ქვეყანაში მინიმუმ 3 დიდ სახელმწიფოს საკუთარი ინტერესები აქვს და ამ ინტერესებისთვის მათი შესაძლებლობები არის შეუდარებლად დიდი, ვიდრე ჩვენი „სუსის“, მაფიქრებინებს, რომ არ არის გამორიცხული აქ რუსეთის ხელი ურევია“, - აღნიშნულის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

1632153245
„ნაციონალური მოძრაობის“
თავმჯდომარე

„ჭირსაც წაუღია ყველა პოლიტიკური პარტია, ჩვენ...

„ჩვენ გვაქვს შანსი, რომ 2 ოქტომბერს ისტორია დავწეროთ“, - აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ვაკის რაიონში საერთო ოპოზიციური კანდიდატის ბათუ ქუთელიას წარდგენისას განაცხადა.

წელს თსუ-ში 5 200 აბიტურიენტი ჩაირიცხა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი 20 სექტემბერს დისტანციურად დაიწყო. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, წელს თსუ-ში 5 200 აბიტურიენტი ჩაირიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტი ავრცელებს.

ბაქოში სიძემ სიდედრსა და სიმამრს ცეცხლი...

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ახალგაზრდა კაცმა სიდედრს და სიმამრს ცეცხლი მოუკიდა. ამის შესახებ azerbaycan24.com იუწყება.

1632146184
5-11 წლის ბავშვებისთვის ფაიზერით ვაქცინა...

კომპანია ფაიზერის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაცია უსაფრთხოა და ის კარგ იმუნურ რეაქციას და ანტისხეულების გამომუშავებას იწვევს. ამის შესახებ CNN იუწყება.