მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შვედეთში პატიმრებმა მძევლები აიყვანეს, სანაცვლოდ კი 20 პიცა და ვერტმფრენი მოითხოვეს

შვედეთის პოლიცია

შვედეთში, სტოკჰოლმიდან დაახლოებით 120 კილომეტრში, ქალაქ ესკილსტუნაში პატიმრებმა ციხის ორი მცველი ტყვედ აიყვანეს. მათ ტყვეების გათავისუფლების სანაცვლოდ, ვერტმფრენი და 20 პიცა მოითხოვეს. ინფორმაციას შვედური მედია ავრცელებს.

შვედეთის ციხისა და პრობაციის სამსახურის ცნობით, ისინი შეიარაღებულნი იყვნენ კბილის ჯაგრისებზე დამაგრებული საპარსის პირებით, რითაც მოახერხეს მძევლების აყვანა. შემთხვევის ადგილზე პოლიციის ოპერატიული ჯგუფი, დიდი რაოდენობით ოფიცრები, სასწრაფო დახმარება და სახანძრო-სამაშველო სამსახური მობილიზდა.

რამდენიმე საათის შემდეგ პოლიციელებმა პიცა მიიტანეს და პატიმრებმა ჯერ ერთი მძევალი გაათავისუფლეს, შემდეგ კი მეორე. მოგვიანებით, ისინი დააკავეს. მათ გატაცების ბრალდება დაემატათ, ისინი მკვლელობისთვის იყვნენ დაპატიმრებულები.