მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სირიაში საავადყოფოს დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

სირიაში საავადმყოფოს დაბომბვა

6 ადამიანი დაიღუპა და 16 დაიჭრა სირიაში, ალეპოს პროვინციაში საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია. დაჭრილია 5 ექიმი.

საარტილერიო ცეცხლის გახსნა სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ცეცსლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევას ნიშნავს, რომელიც თურქეთის და რუსეთის შუამავლობით გამოცხადდა.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლი საავადმყოფოს მიმართულებით სირიის სამთავრობო ძალებმა გახსნეს.

SOHR-ის ინფორმაციით, სირიაში, სადაც სამოქალაქო ომი 2011 წლიდან მიმდინარეობს, კონფლიქტს 388 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. 5,6 მილიონმა ადამიანმა თავისი საცხოვრებელი დატოვა.