მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოჭის პლაჟზე სამაშველო ოპერაცია ფასიანია (ვიდეო)

ფასიანი მომსახურება სოჭის პლაჟზე

სოჭის კერძო პლაჟზე სამაშველო ოპერაცია ფასიანია. პლაჟზე შესაბამისი ინფორმაციაა გამოქვეყნებული, სადაც სხვადასხვა მომსახურებასთან ერთად „წყალზე სამაშველო ოპერაციის“ ფასიც არის მითითებული. ის 800 რუსულ რუბლს (34 ლარს) შეადგენს. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

შესაბამისი ვიდეო ტურისტმა გადაიღო, რომელმაც ამ პლაჟზე დასვენება გადაწყვიტა. პლაჟზე შესვლა 3500-დან 7000-მდე რუსულ რუბლს (150 – 300 ლარს) შეადგენს. წყალზე სამაშველო ოპერაცია კი ცალკე მომსახურებად არის გამოყოფილი.

მოგვიანებით სამაშველო ოპერაციის ფასი მომსახურების ჩამონათვალიდან ამოიღეს. სოჭის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს „ზოგიერთი თანამშრომლის არაპროფესიონალიზმის გამო“ მოხდა.

კომპანია Voda-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პლაჟის პერსონალს სამაშველო ოპერაციებთან კავშირი არა აქვთ და ეს სამაშველო სამსახურების კომპეტენციაა. სამაშველო ოპერაციები კი რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, უფასოა. სოჭის ადმინისტრაციის ცნობით, Voda-ს მარკეტინგული სამსახურის წარმომადგენელი, რომელიც სარეკლამო პროდუქციაზეა პასუხისმგებელი, სამსახურიდან გაათავისუფლეს.