მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომალიში აფეთქების შედეგად 60-ზე მეტი ტერორისტი დაიღუპა

სომალიში ტერორისტები აფეთქდნენ

სომალიში, ერთ-ერთ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად „აშ-შაბაბის“ 60-ზე მეტი ტერორისტი დაიღუპა. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება.

აფეთქება ალ-ფუტოუს სოფელში მოხდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქ მოგადიშოდან 285 კმ-ში მდებარეობს. სახლში, რომელშიც აფეთქება მოხდა, ტერორისტები ასაფეთქებელ მოწყობილობებს ამზადებდნენ.

დაღუპულთა შორის უცხოეთის მოქალაქეები, კერძოდ ავღანელები არიან, ასევე, დაიღუპნენ ქალი და ბავშვი, რომლებიც აფეთქების მომენტში სახლის მახლობლად იმყოფებოდნენ.

ბოლო დღეებში სომალის შეიარაღებულმა ძალებმა აშ-შაბაბის წინააღმდეგ რამდენიმე მასშტაბური სპეცოპერაცია განახორციელეს. რეიდების შედეგად 100-მე მეტი „ბოევიკი“ მოკლეს. ეს დაჯგუფება „ალ-ქაიდასთან“ არის დაკავშირებული და სომალის ტერიტორიაზე ხშირად აწყობს ტერორისტულ აქტებს.