უცხოეთი

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარების გამწვავების გამო კუხო-ში საგანგებო შეხვედრა დაინიშნა

სომხეთ-აზერბაიჯანის
საზღვარზე სიტუაციის
გამწვავების გამო კუხო-ში
საგანგებო სხდომა
დაინიშნა.
1594627574
დაკოპირებულია

კუხო-ს (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) გენერალურმა მდივანმა სტანისლავ ზასმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარების გამწვავების გამო მუდმივი საბჭოს საგანგებო სხდომა დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მანამდე, კონფლიქტის გამწვავების გამო, სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე კუხო–ს მიმართა და განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მხიდან სამხედრო პროვოკაციები უმკაცრეს დაგმობას საჭიროებს.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან დაძაბულობა 12 ივლისს დაიწყო. სროლის შედეგად დაიღუპა 3 აზერბაიჯანელი მესაზღვრე და 4 დაშავდა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ სომხეთი საკუთარ დაღუპულ სამხედროთა რაოდენობას და ვინაობას მალავს.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ორ საბჭოთა რესპუბლიკას შორის ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, 1988 წელს დაიწყო. დღემდე ამ შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დაახლოებით 40 000 ადამიანია დაღუპული.

„ჩვენი შვილებისა და
შვილიშვილების დაცვის
ერთადერთი შესაძლებლობაა
ოჯახის წევრების
ვაქცინაცია“

„პირებს, რომელთაც ვაქცინის პირველ დოზაზე...

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ ადამიანებს რომელთაც კორონავირუსის ვაქცინის პირველ დოზაზე ალერგიული რეაქცია ჰქონდათ, შესაძლოა, განსხვავებული ტიპის ვაქცინით აცრის შესაძლებლობა მიეცეთ.

1627587122

ჩუღურეთის რაიონში, ცოტნე დადიანის N7-ში, 1 600 კვადრატულ მეტრზე დასასვენებელი სივრცე მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

1627626199

ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების სამხედრო აქტივობით შეშფოთებას გამოხატავს. ასე გამოეხმაურა დე ფაქტო უწყება საქართველოში საერთაშორისო წვრთნების, Agile Spirit 2021 ჩატარებას. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

1627625293

სანდრო მამუკელაშვილი NBA-ში ითამაშებს. ქართველი კალათბურთელის ახალი გუნდი კი მოქმედი ჩემპიონი „მილუოკი ბაქსია“! დრაფტზე მამუკელაშვილი 54-ე ნომრად „ინდიანა პეისერსმა“ აირჩია, მაგრამ ბითაძის გუნდმა ის „მილუოკი ბაქსს“ გაუცვალა.

1627622462

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში გურამ თუშიშვილი (+100 კგ) იასპარეზებს, რომელმაც ზედიზედ ორიე შეხვედრის მოგება მოახერხა.

1627621923
გათიშული დენი

30 ივლისს ნაძალადევის რაიონში ელექტრომომარაგე...

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 30 ივლისს, ნაძალადევის რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

1627585235
„ისრაელში 60 წელს ზემოთ ასაკის მქონე ადა...

ისრაელი მალე დაიწყებს მესამე, გამაძლიერებელი (ბუსტერ) Covid-19 დოზის გაკეთებას 60 წელზე მეტი ასაკის პაციენტებისთვის, რომლებიც უკვე აცრილნი არიან, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი საკუთარ Facebook-ის გვერდზე წერს.

ისრაელის ჯარებსა და პალესტინელებს შორის...

ისრაელის ჯარებსა და პალესტინელებს შორის შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

ავღანეთში წყალდიდობას 150 ადამიანის სიცო...

ავღანეთის აღმოსავლეთ პროვინცია ნურისტანში წყალდიდობას 150 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ 1tvnews იუწყება.