მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა

დაპირისპირება აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ერასხის მიდამოებში შეიარაღებული დაპირისპირების დროს სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ Armenpress იუწყება.

სომხური მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანელი სამხედროები საინჟინრო სამუშაოების ჩატარებას ცდილობდნენ, რაშიც სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხელი შეუშალეს. ამის შემდეგ აზერბაიჯანულმა მხარემ ცეცხლი გახსნა, რასაც ერთი სომეხი სამხედრო ემსხვერპლა.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, დანაკარგები აზერბაიჯანული მხრიდანაც არის.

თავის მხრივ ბაკო იუწყება, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხურ პროვოკაციას უპასუხეს და აზერბაიჯანული მხრიდან ერთი სამხედრო დაიჭრა, რომელსაც სათანადო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.