მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთი ახალ პარლამენტს ირჩევს - პრეზიდენტმა ხმა უკვე მისცა

სომხეთის პრეზიდენტი არჩევნებზე

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო ყუთთან თავისი ხმა უკვე დააფიქსირა პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა.

როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, პრეზიდენტმა თავისი არჩევანი მწერალთა კავშირის სახლში მდებარე საარჩევნო უბანზე გააკეთა.

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცესს 8 საერთაშორისო და უცხოური ორგანიზაციის 483 დამკვირვებელი და 19 ადგილობრივი ორგანიზაციის 8749 წარმომადგენელი დააკვირდება.

შეგახსენებთ, რომ სომხეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემა 08:00 საათზე დაიწყო. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება.

არჩევნებში მონაწილეობს 25 პოლიტიკური ძალა: 21 პარტია და 4 ბლოკი.