მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა COVID 19-ის რუსული ვაქცინა გაიკეთა

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ვაქცინა გაიკეთა

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა რუსული წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

„მინისტრი თავს კარგად გრძნობს, ვაქცინაციის პირველ დღეს მას სისუსტე ახასიათებდა, რაც ამ დროს ნორმალურია“ - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ალინა ნიკაგოსიანმა.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ სომხურ მხარეს „Sputnik V”-ს ვაქცინის ათიოდე დოზა გადასცა.

ცნობისთვის, რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 5 დეკემბერს დაიწყო.