მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთის პრეზიდენტი ქვეყნის საპრეზიდენტო მოდელზე გადასვლის მომხრეა

სარქისიანი სომხეთის მმართველობის მოდელზე

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი კონსტიტუციის შეცვლის და ქვეყნის მმართველობის საპრეზიდენტო მოდელზე გადასვლას უჭერს მხარს. ამის შესახებ news.am იუწყება.

მისი თქმით, დღეს სომხეთში არც საპარლამენტო რესპუბლიკაა, არც საპრეზიდენტო. სარქისიანს მიაჩნია, რომ გარკვეულ ადამიანებს დიდი ძალაუფლება აქვთ, მაგრამ მათ პასუხისმგებლობა არ ენიჭებათ.

„სომხეთი მმართველობის საპრეზიდენტო ფორმას უნდა დაუბრუნდეს. უნდა გაატაროს რეფორმები, რომლებიც მომავალზე იქნება ორიენტირებული. შეიტანოს ქვეყანაში ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული ახალი ტექნოლოგიები, გაუხსნას კარი სომხურ დიასპორას, რათა ქვეყანა გახდეს უფრო სტაბილური და მომავალზე ორიენტირებული“ - განაცხადა სარქისიანმა ყატარის ეკონომიკურ ფორუმზე ვიდეოკონფერენციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

სომხეთის პარლამენტმა 2015 წელს საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო, რომლითაც ქვეყანა საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე გადავიდა.