მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთის პრეზიდენტს კორონავირუსი რთულად გადააქვს - „რადიო თავისუფლება“

პრეზიდენტ არმენ სარქისიანს,  იზოლაციაშია

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქსიანი, კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ, ლონდონში იზოლაციაში იმყოფება.

როგორც ექიმები ამბობენ მას დაავადება რთულად გადააქვს. ინფორმაციას სომხური „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს, სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ამავე დროს, პრეზიდენტის აპარატი აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არმენ სარქისიანი შეძლებისდაგვარად დისტანციურად მუშაობს. სიტუაციის სტაბილიზაციის შემდეგ, როდესაც ექიმების ნებართვა ექნება, სომხეთის პრეზიდენტი ერევანში დაბრუნდება .

ინფორმაციისთვის 3 იანვარს ლონდონში არმენ სარქისიანს ფეხის ოპერაცია ჩაუტარდა. კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა და სომხეთის პრეზიდენტი კოვიდინფექციას ლონდონში ებრძვის.