მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, არა აივაზიანი გადადგა, - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ანა ნაღდალიანმა „ფეისბუკის“ გვერდზე დაწერა.

არა აივაზიანი საგარეო საქმეთა მინისტრად 2020 წლის 18 ნოემბერს დაინიშნა მას შემდეგ, რაც თანამდებობა ზოგრაბ მნაცაკანიანმა დატოვა.

აივაზიანის გადადგომის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი გამოვიდა ინიციატივით, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანი საზღვარზე, სადაც ვითარება დაძაბულია, საერთაშორისო დამკვირვებლები განლაგდნენ.