მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ზოგრაბ მნაცაკანიანი

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოგრაბ მნაცაკანიანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. 

შესაბამისი ინფორმაცია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ანა ნაგდალიანმა გაავრცელა. მან, ასევე, ახლა უკვე ყოფილი მინისტრის განცხადების ფოტო გაავრცელა. „გთხოვთ დააკმაყოფილოთ ჩემი გადადგომის განცხადება. მადლობა ნდობისთვის და ერთობლივი მუშაობისთვის" - წერს მნაცაკანიანი.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესახებ.

შეთანხმების მიხედვით, რამდენიმე რაიონს სომხური მხარე აზერბაიჯანს გადასცემს, მხარეები ტყვეთა და დაღუპულთა გაცვლას განახორციელებენ, ხოლო რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალები განთავსდებიან.