მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩვენს პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს - ბაქო

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია

ქალბაჯარის და თოუზის რაიონებში სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან აზერბაიჯანულ არმიას ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამის შესახებ Report.az იუწყება.

ასევე, ცეცხლი ბასარქეჩარის და ბერდის რაიონებშიც გაიხსნა. აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრიდან არავინ დაღუპულა.

სომხეთს და აზერბაიჯანს შორის ამჟამად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოქმედებს. მხარეები დროდადრო ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთი პრობლემაა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის პრობლემური უბნების დემარკაცია.