მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთში აზერბაიჯანის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ორი პირი დააკავეს

სომხები ჯაშუშობისთვის დააკავეს

სომხეთის ორი მოქალაქე აზერბაიჯანის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დააკავეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

სომხეთის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ყოფილი სამხედროა. ის თურქეთში იმყოფებოდა, სადაც გარკვეული საფასურის სანაცვლოდ საიდუმლო ინფორმაციის გადაცემას დათანხმდა. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ჯაშუშები აზერბაიჯანის სპეცსამსახურებს გადასცემდნენ ფოტო და ვიდეო მასალას სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილებისა და ტექნიკის შესახებ, ასევე მათ დეტალურად შეისწავლეს მთიან ყარაბაღში შეიარაღებული ძალების რაოდენობა და მონაცემები ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების შესახებ. მათ ასევე ფოტოებს და ვიდეოებს უღებდნენ ისეთ სტრატეგიულ ობიექტებს, როგორებიცაა წყალსაცავები, ჰიდროელექტროსადგურები, სტრატეგიული სიმაღლეები, ომის დროს კი სამხედრო ტექნიკის და შეიარაღებული ძალების გადაადგილების შესახებ ინფორმაციას მოწინააღმდეგეს გადასცემდნენ. ინფორმაციას სპეციალური პროგრამით გადასცემდნენ, რომელიც თურქეთში რეგისტრირებულ სატელეფონო ნომრებზე მუშაობდა.

დაკავებულთა შორის ერთი პირი კონფლიქტის დროს მთიანი ყარაბაღის ქალაქ ღადრუთთან იმყოფებოდა, საიდანაც აზერბაიჯანულ მხარეს დეტალურ ინფორმაციას აწვდიდა. მეორე კი ზურგში მოქმედებდა, საიდანაც ერთ-ერთ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსზე ინფორმაცია გადასცა, როს შედეგად ეს ობიექტი აზერბაიჯანულმა დრონმა გაანადგურა.

ორივე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განისაზღვრა. მათ დანაშაული უკვე აღიარეს.