მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა

სომხეთში არც ერთი არ გარდაცვლილა კორონავირუსით

ბოლო 24 საათში სომხეთში კორონავირუსით არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა. ეს პირველად მოხდა დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ამავე პერიოდის განმავლობაში 73 ადამიანი ინფიცირდა. დღე-ღამეში 3067 ტესტი ჩატარდა.

1-ლი ივნისიდან სომხეთში ღია სივრცეში ნიღბის ტარება სავალდებულო აღარ არის. 1-ლი ივლისიდან კი ადამიანებს, რომლებსაც ვაქცინაცია აქვთ ჩატარებული, ნიღბის ტარების ვალდებულება შიდა სივრცეშიც აღარ ექნებათ.

ამასთანავე, Bloomberg-ის ინფორმაციით, სომხეთში კოვიდვაქცინაცია საკმაოდ ნელა მიმდინარეობს. ქვეყანაში ვაქცინის 46.5 დოზის მარაგი არსებობს.