მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთში ღია სივრცეში ნიღბის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

სომხეთში პირბადის ტარება

სომხეთში 1-ლი ივნისიდან ღია სივრცეში ნიღბის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ news.am-ს სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცნობეს.

რაც შეეხება ვაქცინირებულ პირებს, მათთვის 1 ივლისიდან პირბადის ტარება დახურულ სივრცეშიც აღარ იქნება სავალდებულო. ვაქცინირებულად ითვლება პირი, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზა მიიღო და რომელმაც სპეციალური QR კოდი მიიღო.

ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან სომხეთში Covid19-ის 222,269 შემთხვევა დაფიქსირდა. 4,411 ადამიანი გარდაიცვალა.