მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სროლა აღმოსავლეთ უკრაინაში - დაღუპულია უკრაინელი მებრძოლი

სროლა უკრაინაში

დონბასში პრორუსმა სეპარატისტებმა 122 და 152 მმ-იანი არტილერია გამოიყენეს. საარტილერიო ცეცხლის შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა 6 უკრაინელი სამხედრო. ამის შესახებ 7days-ua.com იუწყება.

საერთო ჯამში ოკუპანტებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 13-ჯერ დაარღვიეს. ასევე მათ უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს. მძიმე არტილერიის გარდა, „ბოევიკებმა“ 80 და 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნები გამოიყენეს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს.