მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სროლა პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცენტრში (ვიდეო)

სროლა პენტაგონის მახლობლად  სატრანზიტო ცენტრში

ვაშინგტონში პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცენტრში სროლაა, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

გამოცემის ცნობით, სროლა პენტაგონის მთავარი შესასვლელთან მოხდა საიდანაც ათასობით პერსონალი ყოველდღიურად შედის შენობაში.

„ვადასტურებ, რომ პენტაგონი ჩაკეტილია. პენტაგონის სატრანზიტო ცენტრში არის ინციდენტი“, - განაცხადა პენტაგონის ძალების დაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა კრის ლეიმანმა.

„ინციდენტი გრძელდება“, - განაცხადა ლეიმანმა.

მისი თქმით, ვითარება დაძაბულია, მან ხალხი გააფრთხილა, მოერიდონ ადგილს. ლეიმანი არ აკეთებს კომენტარს, არის თუ არა დაშავებული ან გარდაცვლილი ადამიანები.

არსებული ინფორმაციით, პენტაგონის თანამშრომლებს შენობიდან გამოსვლა აეკრძალა.

ჯერჯერობით უცნობია, მოყვა თუ არა სროლას მსხვერპლი. ასევე უცნობია, დაკავებულია თუ არა სავარაუდო ბრალდებული.