მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თალიბანმა ავღანეთში წვერის გაპარსვა აკრძალა

თალიბანმა ავღანეთში წვერის შეჭრა აკრძალა

თალიბანმა ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში სტილისტებს მომხმარებლებისთვის წვერის შეჭრა და გაპარსვა აუკრძალა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათი თქმით, ვინც დაარღვევს მიღებულ წესს, დაისჯება. შესაბამისი მითითებები ქაბულის გარდა, პროვინციაში მდებარე სალონებმაც მიიღეს.

„მებრძოლები მოდიან და გვირჩევენ, რომ შევწყვიტოთ წვერის გაპარსვა. ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, რომ მათ შეუძლიათ, ინსპექტორები გაგზავნონ ჩვენს დასაჭერად”, - განაცხადა დალაქმა.

სალონში მომუშავე ხალხი აცხადებს, რომ ახალი კანონით მათ საარსებო წყაროს ართმევენ.

მათი თქმით, აზრი არ აქვს ამ ბიზნესის გაგრძელებას, აქ არავის აღარ აინტერესებს სტილი და თმის მოდა.

შეგახსენებთ, 15 აგვისტოს „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქი ქაბული აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა. გაქცეული პრეზიდენტი ოჯახთან ერთად თავს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს აფარებს. მას შემდეგ, რაც თალიბანმა ავღანეთი დაიკავა და საკუთარი მმართველობა აღადგინა ქვეყანაში არაერთი კანონი გამკაცრდა. 24 სექტემბერს ავღანეთში სიკვდილით დასჯა აღდგა.