მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თალიბანმა ქალ სტუდენტებსა და მასწავლებლებს ქაბულის უნივერსიტეტში სიარული აუკრძალა

თალიბანმა ქალ სტუდენტებსა და მასწავლებლებს ქაბულის უნივერსიტეტში სიარული აუკრძალა

თალიბებმა ავღანელ ქალებს ქაბულის უნივერსიტეტში სწავლა და მუშაობა აუკრძალეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ქაბულის უნივერსიტეტის რექტორის, მოჰამედ აშრაფ ჰაირატის გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტში აიკრძალა როგორც ქალი სტუდენტების, ისე მასწავლებლების სიარული.

მისი თქმით, აკრძალვა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ყველასთვის არ შეიქმნება ნამდვილი ისლამური გარემო.

თალიბანის მთავრობის მომხრე ჰაირატმა რექტორის პოზიციაზე მუჰამედ ბაბური რამდენიმე დღის წინ შეცვალა. მედიის თქმით, ჰაირატი ხშირად გამოდიოდა ჟურნალისტების მკვლელობის მოწოდებით და მათ უცხოეთის ჯაშუშებს უწოდებდა.

მუჰამედ აშრაფის თქმით, უნივერსიტეტი მუშაობს ქალი სტუდენტების სწავლების გეგმაზე, თუმცა არ დააკონკრეტა, როდის შეიქმნება ახალი გეგმა.

„სანამ ყველასათვის ნამდვილი ისლამური გარემო არ იქნება უზრუნველყოფილი, ქალებს უნივერსიტეტში მოსვლის ან მუშაობის საშუალება არ ექნებათ. ისლამი უპირველეს ყოვლისა“, - განაცხადა ქაბულის უნივერსიტეტის რექტორმა.

შეგახსენებთ, 15 აგვისტოს „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქი ქაბული აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა. გაქცეული პრეზიდენტი ოჯახთან ერთად თავს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს აფარებს. მას შემდეგ, რაც თალიბანმა ავღანეთი დაიკავა და საკუთარი მმართველობა აღადგინა ქვეყანაში არაერთი კანონი გამკაცრდა. 24 სექტემბერს ავღანეთში სიკვდილით დასჯა აღდგა. 27 სექტემბერს თალიბანმა კი ავღანეთში წვერის გაპარსვა აკრძალა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 თალიბანმა ავღანეთში წვერის გაპარსვა აკრძალა

👉 ავღანეთში სიკვდილით დასჯა აღდგება - ნორუდინ ტურაბი