მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თალიბებმა სპორტსმენ გოგონას თავი მოჰკვეთეს

სპორტსმენი

ქაბულში თალიბებმა ავღანეთის ფრენბურთის ახალგაზრდული ნაკრების წევრ გოგონას, მაჰჯუბინ ჰაკიმს თავი მოჰკვეთეს.

ინტერვიუში ავღანეთის ქალთა ფრენბურთის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა დაადასტურა, რომ სპორტსმენი მოკლეს, თუმცა მაჰჯუბინის ოჯახის გარდა არავინ იცოდა ამ შემზარავი მკვლელობის შესახებ.

მწვრთნელმა განაცხადა, რომ ინციდენტი სავარაუდოდ ოქტომბრის დასაწყისში მოხდა და ფაქტი დაფარული დარჩა, რადგან მის ოჯახს ემუქრებოდნენ, რათა ამის შესახებ არავისთან ესაუბრათ.

ავღანეთის მთავრობის დაშლამდე მაჰჯუბინ ჰაკიმი თამაშობდა ქაბულის ფრენბურთის კლუბში და იყო კლუბის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტსმენი.

აღსანიშნავია, რომ წინა მთავრობის დაშლის შემდეგ, ავღანეთში ქალ სპორტსმენების უსაფრთხოებას დაცული არ არის და თალიბანი მათ სდევნის. ასევე, სხვადასხვა ქალაქში რამდენიმე მათგანის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობდა.

ბევრ ქალ სპორტსმენს, განსაკუთრებით ავღანეთის ქალთა ფრენბურთის გუნდის წევრებს, რომლებიც მონაწილეობდნენ უცხოურ და საშინაო შეჯიბრებებში, ემუქრებიან. ავღანეთის ქალთა ფრენბურთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა თქვა, რომ გუნდის მხოლოდ ორმა მოთამაშემ შეძლო ავღანეთის დატოვება, ხოლო გუნდის დანარჩენი წევრები ავღანეთში საფრთხისა და ტერორის ქვეშ იმყოფებიან.