მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის ქმედებები საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ეჭვქვეშ აყენებს - პოლონელი დეპუტატები

პოლონეთის სეიმის წევრთა წერილი

„მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში გაატარა ფართო რეფორმები, რომელთა დახმარებით ქვეყანა ნატოს და ევროკავშირს მიუახლოვდა. ოფიციალური თბილისის დღევანდელი ქმედებები კი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ეჭვქვეშ აყენებს“. ამის შესახებ საუბარია პოლონეთის სეიმის და სენატის წევრთა ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ოფიციალური წერილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას ეხება. ინფორმაციას ukrinform.ru ავრცელებს.

პოლონეთის სეიმის წევრებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ზომების მისაღებად ევროპის საბჭოს მიმართეს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონელი პარლამენტარი მალგოჟატა გოშიევსკა „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებიდან გამომდინარე, პოლონეთის პარლამენტის წევრებმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩსა და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში იმონ გილმორეს თხოვნით მივმართეთ, რომ დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები და დაარწმუნონ საქართველოს ხელისუფლება, რათა მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ“, - წერს მალგოჟატა გოშიევსკა.

დეპუტატთა ჯგუფის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოს მისწრაფება ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სამართლებრივი ნორმების, დემოკრატიის, ასევე იურიდიული და პოლიტიკური პროცესების სრულ გამჭვირვალობას ითვალისწინებს.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ღმერთს უყვარს საქართველო, სიბოროტე ყოველთვის დამარცხდება“ - პაატა ბურჭულაძე

„საზოგადოებას და ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად“ - სააკაშვილის წერილი ციხიდან

„მიშასთან შედარებით ჩვენი პოლიტიკოსები პატარა ჭიანჭველები არიან“ - გია ბუღაძე

⭕ „ნურავის ექნება იოტისოდენა იმედი, რომ სააკაშვილის ციხეში გამოკეტვას შევეგუებით“ - ნიკა მელია

„პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს“ - ევროპარლამენტარების განცხადება