მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქული დრონები გეოპოლიტიკას და ომის სტრატეგიას ცვლიან - The Wall Street Journal

თურქული დრონები

შედარებით იაფი თურქული დრონები გეოპოლიტიკას და ომის სტრატეგიას ცვლიან. სტატიას გამოცემა The Wall Street Journal ავრცელებს. ამის თაობაზე hurriyetdailynews.com იუწყება.

სტატიაში აღნიშნულია, რომ უპილოტო საფრენ აპარატებს სულ უფრო მეტი ქვეყანა იყენებს და ისინი ჯავშანტექნიკასთან საბრძოლველად ძალზე ეფექტიან საშუალებას წარმოადგენენ. დრონებმა სირიაში, ლიბიაში და მთიან ყარაბაღში ომის დროს მოწიანაღმდეგის ჯავშანტექნიკა, ასევე ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები გაანადგურეს.

სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება თურქულ უპილოტო საფრენ აპარატზე Bayraktar TB2-ზე არის გამახვილებული. TB2 ლაზერული დამიზნების სისტემის მქონე ოთხი რაკეტით არის შეიარაღებული და მისი მოქმედების რადიუსი 200 მილს შეადგენს.

როგორც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა Bayraktar TB2-თან დაკავშირებით განაცხადა, ის იაფი, გამძლე და საკმაოდ ეფექტიანია, ასე რომ შესაძლებელია ამ დრონის შედარება მე-20 საუკუნის „კალაშნიკოვის“ ტიპის ავტომატთან, რომელმაც თავის დროზე ომის ტაქტიკა მთლიანად შეცვალა.