უცხოეთი

ტოკიო ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიისთვის ემზადება

თამაშები
1626875656
დაკოპირებულია

ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე იაპონიის საჰაერო ძალები რეპეტიციას გადის. მოიერიშეებმა დღეს ოლიმპიური სტადიონის თავზე სამწვრთნელო ფრენები განახორციელეს და ცაზე თამაშების სიმბოლო 5 რგოლი გამოსახეს.

კორონავირუსის პანდემიის გამო ტოკიოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. გამკაცრებულია რეგულაციები და შეჯიბრებები მაყურებლის დასწრების გარეშე გაიმართება.

ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად 23 ივლისს იხსნება, თუმცა შეჯიბრებები უკვე დაიწყო და ამერიკა - შვედეთის პირველი საფეხბურთო მატჩიც შედგა.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ქალთა ტურნირზე ფეხბურთში პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა. G ჯგუფში შვედეთის ეროვნულმა გუნდმა ყველასთვის მოულოდნელად ამერიკის ნაკრებს დიდი ანგარიშით 3:0 სძლია და ჯგუფში გალიდერდა.

23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით ტოკიო ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს, სადაც 206 ქვეყნის 11 000-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ეს იქნება მე-2 შემთხვევა ისტორიაში, როდესაც იაპონიის დედაქალაქში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გაიმართება, პირველად ამის პატივი ტოკიოს 1964 წელს ერგო.

შეგახსენებთ, რომ ტოკიო 2020 წინა წლის ზაფხულში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, ორგანიზატორებმა ტურნირის გადადება გადაწყვიტეს. მიუხედავად ამისა, ღონისძიებამ სახელი მაინც შეინარჩუნა, რაც პირველ რიგში, მარკეტინგული მიზნების გამო მოხდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სპორტული აქტივობები ტოკიოს 42 მოედანზე გაიმართება, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ცნობისთვის, ბოლო ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც რიოში ჩატარდა, ღონისძიებები 37 მოედანზე გაიმართა.

ტოკიო 2020 ოფიციალურად 23 ივლისს, 15:00 საათზე „ახალ ეროვნულ სტადიონზე“ გაიხსნება, რომლის ცერემონიასაც საქართველოს პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. ეს მოედანი 68 000 გულშემატკივრებს იტევს, მაგრამ, COVID 19-ის გამო დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდული იქნება.

პარტია გირჩის ლიდერი 2020

„როგორც  ზომიერად გააკრიტიკა მმართველი გ...

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას აფასებს და აცხადებს, რომ ორივე მხარემ ამით დემოკრატიის სურათი დახატა.

„ჩვენ მოვითხოვთ უცხოეთისგან პატივისცემას და გვაღიზიანებს მათ მითითებები, კრიტიკა, პატივისცემა რომ დავიმსახუროთ, თავად უნდა ვცემდეთ პატივს ჩვენს თავსა და სიტყვას“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

1628011091

პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რეგიონალური გამოწვევების წინაშე, ჩვენი ერთადერთი გზა პოლარიზაციის საბოლოოდ დასრულებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

1628010128

„დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა ვაქცინაციაზე გადის“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

1628009494

ნიუ-იორკში კორონავირუსზე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სხვადასხვა სივრცეებში როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის სავალდებულო ხდება.

1628007869
სროლა პენტაგონის
მახლობლად  სატრანზიტო
ცენტრში

სროლა პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცენტრში...

ვაშინგტონში პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცენტრში სროლაა, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

მამუკა მდინარაძე: კვლევების გაყალბება პი...

„კვლევების გაყალბება პირველ რიგში უზრუნველყოფს საზოგადოებაში არასწორი განცდების შექმნას, მაგრამ საბედნიეროდ, საზოგადოება ამით აღარ ტყუვდება“, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ IRI-ს კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

საპატრიარქო ანჩისხატთან დაკავშირებით მორ...

საქართველოს საპატრიარქო ანჩისხატთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს.

გივი მიქანაძე: არანაირი საფუძველი არ გვა...

„არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვენდოთ შედეგებს, რომელიც IRI-ის დაკვეთით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულმა კომპანია IPM-მა განახორციელა“, - განაცხადა „რუსთავი-2-ის“ ეთერში უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ.