მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტოკიოს ოლიმპიურ სოფელში კორონავირუსით ინფიცირება გამოვლინდა

კორონავირუსი ოლიმპიურ სოფელში

ტოკიოს ოლიმპიურ სოფელში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ abc.net.au იუწყება.

ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ინფორმაციით, Covid 19 უცხოეთის ერთ-ერთი ნაკრების წევრს დაუდგინდა. ინფიცირებულის ვინაობა არ საჯაროვდება. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კორონავირუსით ინფიცირებული პირი სპორტსმენი არ არის.

კორონავირუსი ამ ადამიანს გეგმური ტესტირების დროს დაუდგინდა. მანამდე Covid 19 რამდენიმე ნაკრების სპორტსმენს დაუფიქსირდა, ოღონდ ეს აეროპორტში მოხდა. ოლიმპიურ სოფელში კი ეს პირველად ხდება.

ცნობისთვის, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 2020 წლის ივლის-აგვისტოში უნდა გამართულიყო. პანდემიის გამო ის ერთი წლით გადაიდო. წელს ოლიმპიადის ჩატარება, ასევე, რამდენჯერმე ეჭვქვეშ დგებოდა.