მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრამპი: ორ-სამ კვირაში არჩევნებში ჩემი გამარჯვება ცხადი გახდება

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ორ-სამ კვირაში არჩევნებში მისი გამარჯვება ცხადი გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას washingtonexaminer ავრცელებს.

„საბოლოო შედეგების შეჯამების შემდეგ გადამწყვეტ შტატებში მე ვიქნები გამარჯვებული“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ დამარცხების აღიარებას არ აპირებს.

„მეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი მორჩა და უნდა ვაღიარო დამარცხება. ამ ეტაპზე ამის გაკეთებას არ ვაპირებ. არასდროს დადოთ ფსონი ჩემს წინააღმდეგ“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, აშშ-ში 3 ნოემბერს გამართულ არჩევნებში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჯო ბაიდენმა მოიგო. მან საარჩევნო წარმომადგენლის 273 ხმა მიიღო, რაც არჩევნებში გამარჯვებისთვის საკმარისია.