მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრამპის ადმინისტრაციამ XIAOMI შავ სიაში შეიყვანა

ტრამპი ქსიაომი

ტრამპის ადმინისტრაციამ ცხრა ჩინური ფირმა შავ სიაში შეიყვანა, მათ შორის არის ცნობილი ტელეფონების მწარმოებელი კომპანია Xiaomi. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

კომპანიებს ეკრძალებათ აშშ-ში ახალი ინვისტიციები, რაც ამერიკელ ინვესტორებს აიძულებს, გაყიდონ შავ სიაში მყოფი კომპანიის აქციები 2021 წლის 11 ნოემბრამდე.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ტრამპი ცდილობს პრეზიდენტობის ბოლო დღეებში, მკაცრად მოექცეს ჩინურ კომპანიებს.

ცნობისთვის პენტაგონმა, მხოლოდ ამ წელს შავ სიაში 35 ჩინური კომპანია დაამატა, მათ შორისაა ნავთობ გიგანტი CNOOC და ჩინეთის წამყვანი ჩიპების მწარმოებელი SMIC.