მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრამპმა ბაიდენის გამარჯვება აღიარა

თეთრი სახლი

დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. ამის შესახებ NBC News წერს. 

თუმცა, ტრამპი აქვე ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა.

„მან მოიგო, რადგან არჩევნები გაყალბდა“, - წერს ტრამპი „ტვიტერში“.

აღნიშნული პოსტის დაწერის შემდეგ, ტრამპი მალევე სხვა პოსტს აქვეყნებს, სადაც ამბობს „ჩვენ ვიმარჯვებთ“.

„მან მხოლოდ იმ მედიით მოიგო, რომელიც ფეიქ ნიუსებს წერს“, - აცხადებს ტრამპი.

აშშ-ს მედია ადასტურებს, რომ 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენია. ამ ეტაპზე ხმების დათვლა გრძელდება და საბოლოო შედეგი მხოლოდ მაშინ დადგება, როდესაც აშშ-ს საარჩევნო კოლეგია 14 დეკემბერს შეიკრიბება.

აგრეთვე იხილეთ: 👇

🔶 ჯო ბაიდენი: ტრამპი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს - უხერხულია

🔶 ჯო ბაიდენი: ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას არ გაყოფს