მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრამპმა ბაიდენის გამარჯვება არ გამორიცხა

ტრამპის განცხადება ბაიდენზე

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველად არ გამორიცხა, რომ შემდეგ ადმინისტრაციას მისმა მოწინააღმდეგემ - ჯო ბაიდენმა უხელმღვანელოს. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მან ასევე დაამატა, რომ პრეზიდენტის ამჟამინდელი ადმინისტრაცია კორონავირუსის პანდემიის გამო არ დაიხურება. „ჩვენი ადმინისტრაცია არ დაიხურება, მომავალში რა იქნება და როგორი იქნება მომავალი ადმინისტრაცია არავინ იცის, ამას დრო აჩვენებს, მაგრამ ამჟამინდელი ადმინისტრაცია არ დაიხურება“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მანამდე ტრამპი აცხადებდა, რომ კანონიერად მიცემული ხმებით მან საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. დონალდ ტრამპმა არჩევნებში დამარცხების აღიარების მზადყოფნა მხოლოდ ყველა იურიდიული პროცესის დასრულების შემდეგ გამოთქვა.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. ბოლო ინფორმაციით, „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ჯორჯიის შტატშიც გაიმარჯვა და მან 306 საარჩევნო წარმომადგენლის ხმა მიიღო. გამარჯვებისთვის კი ბაიდენს 270 წარმომადგენლის ხმა სჭორდებოდა. ტრამპმა 232 საარჩევნო წარმომადგენლის ხმა მიიიღო.