მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წარმოშობით თბილისელ „კანონიერ ქურდს“ რუსეთში 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

„ასეტრინა

რუსეთის ქალაქ სარატოვის სასამართლომ 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა „კანონიერ ქურდს“ სერგეი ასატრიანს, რომელიც კრიმინალურ წრეებში „ასეტრინას“ სახელით არის ცნობილი. 34 წლის ასატრიანი წარმოშობით თბილისიდან არის. ამის შესახებ lenta.ru იუწყება.

მას 10 წელი დანაშაულებრივ იერარქიაში „უმაღლესი თანამდებობის დაკავების გამო“ მიუსაჯეს. მისჯილი ვადის ნაწილს „ასეტრინა“ ციხეში, ნაწილს კი განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეთა კოლონიაში მოიხდის.

ასატრიანი ადრე ნასამართლევია. კრიმინალური ავტორიტეტის ტიტული მან ქალაქ ბალაშოვის ციხეში 2008 წელს მიიღო. „ასეტრინას“ გავლენა ვრცელდებოდა მოსკოვზე, ასევე, მოსკოვის, როსტოვისა და სარატოვის ოლქებზე.