მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წყალდიდობა თურქეთში - რიზეში 6 ადამიანი დაიღუპა (ვიდეო)

წყალდიდობა თურქეთში

თურქეთის რიზეს პროვინციაში წყალდიდობას 6 ადამიანი ემსხვერპლა. ადიდებულმა წყალმა სახლების და საწარმოების სარდაფები დატბორა. ინფორმაციას tele1.com.tr ავრცელებს.

ძლიერმა წვიმებმა ზარალი ტრაბზობის, ართვინის და არხავის პროვინციებსაც მიაყენა. წყალდიდობამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და საავტომობილო გზები დააზიანა.

სტიქიასთან საბრძოლველად სპეციალური ანტიკრიზისული შტაბია შექმნილი.