მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტუნისის სანაპიროსთან 17 მიგრანტი დაიღუპა

მიგრანტები დაიღუპნენ

ტუნისის სანაპიროსთან გემის ჩაძირვის შედეგად 17 მიგრანტი დაიღუპა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

მიგრანტები ლიბიიდან იტალიაში ჩასვლას ცდილობდნენ. ამასთანავე ტუნისის სანაპირო დაცვამ 380 ადამიანის გადარჩენა შეძლო. გემზე იმყოფებოდნენ მიგრანტები სირიიდან, ეგვიპტიდან, ერიტრეიდან, მალიდან და ბანგლადეშიდან.

ტუნისის სანაპიროსთან ბოლო დროს მიგრანტებით სავსე გემები რამდენჯერმე ჩაიძირა. ზაფხულში ამინდის გაუმჯობესების გამო ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთის მცდელობებმა იმატა.

ათასობით მიგრანტი ყოველწლიურად აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან კონფლიქტებს და გაჭირვებას გაურბის და ისინი ევროპაში ჩასვლას ცდილობენ. ბევრი მათგანი ზღვაში იღუპება.