მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტურისტული მიზნით სომხეთის და აზერბაიჯანის მოსახლეობას ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩასვლის უფლება მიეცა

ევროკავშირის გადაწყვეტილება სომხეთზე და აზერბაიჯანზე

ევროკავშირმა სომხეთი, აზერბაიჯანი და კიდევ 9 ქვეყანა იმ სახელმწიფოთა სიაში შეიყვანა, რომელთა მოქალაქეებს ორგანიზაციის ტერიტორიაზე ტურისტული მიზნით ჩასვლის უფლება მიეცათ. საქართველო ამ სიაში არ შედის. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

სიაში შედიან ასევე ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბრუნეი, კანადა, იორდანია, კოსოვო, მოლდოვა, ჩერნოგორია, ყატარი და საუდის არაბეთი.

ერთი წლის წინ საქართველო „მწვანე“ ქვეყნების სიაში შედიოდა, მაგრამ შემდეგ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო ამ სიიდან ამოშალეს.

ევროკავშირი, ასევე, მოუწოდებს ორგანიზაციაში შემავალ ქვეყნებს, რომ კიდევ 18 ქვეყანასთან შეზღუდვების გაუქმებაზე ეტაპობრივად იმუშაოს. მათ შორის არიან ისრაელი, ავსტრალია, აშშ იაპონია და სხვ.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეზღუდვების გაუქმების მიუხედავად, ევროკავშირის გარკვეულ ქვეყნებში იქ ჩასული პირებისთვის ტესტის უარყოფით პასუხის და სავალდებულო კარანტინის მოთხოვნა კვლავ ძალაში რჩება.