მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთში ავტობუსის და ტრაილერის შეჯახებას 6 ადამიანი ემსხვერპლა

ავარია თურქეთში

თურქეთში ავტობუსის და ტრაილერის შეჯახების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 37 დაშავდა. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება.

ავარია მანისას პროვინციაში მოხდა. შეჯახების მომენტში ავტობუსში 50 ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ამჟამად ავარიის მიზეზების დადგენა მიმდინარეობს.