მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინა და დიდი ბრიტანეთი სამხედრო ხომალდების ერთობლივ მშენებლობას გეგმავენ

ბრიტანული და უკრაინული ერთობლივი გემები

უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, სამხედრო ხომალდების ერთობლივი მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს და დიდი ბრიტანეთის სამხედრო შესყიდვების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, უკრაინის გემთმშენებელი საწარმოების განახლება და უკრაინის საზღვაო ძალების ორი ბაზის მშენებლობა იგეგმება.

მემორანდუმის ხელმოწერა ოდესაში შედგა, სადაც დიდი ბრიტანეთის სამეფო ფლოტის საესკადრო ნაღმოსანი HMS DEFENDER მეგობრული ვიზიტით იმყოფებოდა.

მემორანდუმის მიზანია უკრაინული ფლოტის გაძლიერება, რომელიც შავი და აზოვის ზღვის აკვატორიაში მუდმივ საფრთხეს აწყდება.