მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინამ პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ Bayraktar TB2 გამოიყენა (ვიდეო)

თურქული დრონი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ უპილოტო საფრენი აპარატები Bayraktar TB2 გამოიყენეს. ამის შესახებ mil.in.ua იუწყება.

მოიერიშე დრონები საარტილერიო დანადგარების გასანადგურებლად გამოიყენეს. არტილერიას „ბოევიკები“ სოფელ გრანიტნოეს დასაბომბად იყენებდნენ.

უკრაინამ საშუალო სიმაღლის უპილოტო საფრენი აპარატები Bayraktar TB2-ის დიდი პარტია თურქეთისგან მაისში შეიძინა.

ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს საარტილერიო დანადგარი, რომელსაც რაკეტა ხვდება და ის ფეთქდება.

თურქული წარმოების მოიერიშე დრონი Bayraktar TB2 აქტიურად გამოიყენებოდა ყარაბაღის მეორე ომის დროს. მას სომხურ შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. უკრაინის მიერ თურქეთისგან შეძენილი დრონების ზუსტი რაოდენობა უცნობია.