მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში აფეთქებას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა (ვიდეო)

აფეთქება უკრაინაში

უკრაინაში, ქალაქ დნეპრში ავტომანქანის აფეთქებას სამხედრო ინჟინერი ალექსი კოვალკი და დნეპრის საგანგებო სიტუაციების მართვის პრესსამსახურის თანამშრომელი ემსხვერპლა.

დეპარტამენტის ცნობით, შემთხვევის ადგილზე მუშაობს საგამოძიებო ჯგუფი, ასაფეთქებელი მოწყობილობების ტექნიკოსები და სასამართლო ლაბორატორიის ექსპერტები.

სამართალდაცავებმა მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 258 ნაწილით დაიწყო, რაც ტერორისტულ აქტს გულისხმობს.

აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.