მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში სავალდებულო ვაქცინაციას არ გამორიცხავენ

უკრაინაში შესაძლო სავალდებულო ვაქცინაცია

უკრაინის სურსათის უვნებლობის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სახელმწიფო სამსახურის უფროსი ოლეგ რუბანი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაცია იყოს შემოღებული. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება უკრაინის მთავარმა სანიტარიულმა ექიმმა იგორ კუზინმა უნდა მიიღოს. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, კიევში 300 ათასზე მეტი ადამიანია ვაქცინირებული და ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. „ვაქცინაცია COVID19-ის პანდემიის დაძლევის ერთადერთი საშუალებაა“ - აცხადებს რუბანი.

უკრაინაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 24 თებერვალს დაიწყო. ამჟამად აცრები ინდური და კორეული წარმოების ასტარზენეკას პრეპარატით, ასევე, ფაიზერის და კორონავაკის ვაქცინებით მიმდინარეობს.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 ევროკავშირმა უკრაინა კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა - რიკარდ იოზვიაკი