მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის მაღაროში მეთანის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

აფეთქება უკრაინის მაღაროში

უკრაინაში, პოკროვსკის რაიონში მაღაროში მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 9 მაღაროელი. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

დაშავებულთა შორის ექვსი მძიმე მდგომარეობაშია. მათ ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში დახმარება აღმოუჩინეს.

ამჟამად ინციდენტის მიზეზების გამოძიება მიმდინარეობს. საუბარია იმაზე, რომ, შესაძლოა, ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები იყო დარღვეული. წინასწარი ვერსიით, აფეთქება მეთანის გაჟონვას მოჰყვა.