მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის მოქალაქეებისთვის საქართველოში პატიმრობის მისჯა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნირობას არ შეესაბამება - კიევი

უკრაინის საგარეოს განცხადება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბათუმის სასამართლოს მიერ უკრაინის ორი მოქალაქისთვის იური ხომიჩისთვის და ვლადიმერ დიაჩენკოსთვის 4-წლიანი პატიმრობის მისჯის საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და ამას უსამართლო გადაწყვეტილებას უწოდებს, რომელიც სინანულს იწვევს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

„ბათუმის სასამართლომ უკრაინის მოქალაქეები იური ხომიჩი და ვლადიმერ დიაჩენკო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დამნაშავეებად ცნო და მათ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას არ შეესაბამება“ - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ.

სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს დროებითი რწმუნებული დაიბარეს.

ნიკოლენკომ განაცხადა, რომ კიევი არავითარ შემთხვევაში საქართველოში სასამართლო პროცესებში ჩარევას არ აპირებს, მაგრამ ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილების გადახედვისა და უკრაინის მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

ცნობისთვის, 2020 წელს ქართველმა მესაზღვრეებმა ბათუმთან იახტა დააკავეს, რომელშიც უკრაინის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე იმყოფებოდნენ.