მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უნგრეთში ლგბტ თემაზე საბავშვო წიგნები დახურულ შეფუთვაში გაიყიდება

ლგბტ დროშა

უნგრეთის მთავრობამ ახალი განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმადაც წიგნების მაღაზიებს ვალდებულება ეკისრებათ, რომ „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის შემცველი წიგნები“ დახურულ შეფუთვაში გაყიდონ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Abcnews-ი ავრცელებს.

ახალი განკარგულების მიხედვით, ასევე აკრძალულია ისეთი წიგნების გაყიდვა, რომლებიც სქესის შეცვლის პროპაგანდას შეიცავს. ასეთი წიგნები განცალკევებით ეკლესიებისგან და სკოლებისგან 200 მეტრის მოშორებით უნდა გაიყიდოს.

აღსანიშნავია, რომ განკარგულება მას შემდეგ შევიდა ძალაში, რაც უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვით, არასრულწლოვნებში ლგბტ პროპაგანდა აიკრძალა.

ინფორმაციისთვის, უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვით, არასრულწლოვნებში ლგბტ პროპაგანდა აიკრძალა.

კანონპროექტის ავტორი მმართველი პარტია იყო. კანონპროექტს 157-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და მხოლოდ ერთმა წინააღმდეგ მისცა ხმა. რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა. პარლამენტის ამ გადაწყვეტილების გამო ლგბტ აქტივისტებმა ბუდაპეშტში საპროტესტო აქციები გამართეს. მათ ქალაქის მერმა გერგეი კარაჩონამ დაუჭირა მხარი.

ამავე თემაზე:

✔️ უნგრეთში არასრულწლოვნებში ლგბტ პროპაგანდა ოფიციალურად აიკრძალა

✔️ „ლგბტქ აქტივისტებს ჩვენს შვილებთან არ დავუშვებთ“ - უნგრეთის პრემიერი