მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინისთვის ევროპასთან უვიზო მიმოსვლის გაუქმების საფრთხე არ არსებობს - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

უკრაინა უვიზო მიმოსვლაზე

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების საფრთხე არ არსებობს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

„უვიზო მიმოსვლის საკითხი დროდადრო ჩნდება როგორც ევროპულ. ასევე უკრაინულ მედიაში, უკრაინულ მხარეს ევროპული კომისიიდან არანაირი ოფიციალური სიგნალი არ მიუღია. შესაბამისად, უვიზო მიმოსვლის გაუქმების საფრთხე არ არსებობს“ - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ.

მისივე განცხადებით, 4 აგვისტოს ევროკომისიამ უკრაინის მიერ ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნათა შესრულების ანგარიში გამოქვეყნდა და კიევის მიერ ამ მხრივ შესრულებული ვალდებულებები დადებითად შეაფასა.

„უკრაინა მაღალი მიგრაციული რისკის ქვეყნები არ მიეკუთვნება. ევროკავშირთან რეადმისიის საკითხში თანამშრომლობა კი უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების სათანადო დონეზე შესრულების საკვანძო ფაქტორია.

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბალკანეთის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხის განხილვას გეგმავენ.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველო, უკრაინა და მოლდოვა იგულისხმება. ამის მიზეზი თავშესაფრის დაუსაბუთებელი მოთხოვნების და უკანონოდ საცხოვრებლად დარჩენის ფაქტების ზრდაა.

დოკუმენტი ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში ვიზიტის შემდეგ გამოქვეყნდა.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 ევროკავშირი საქართველოსთვის და ბალკანეთის ქვეყნებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებას არ გამორიცხავს

🔴 გერმანიის პრეზიდენტი „ევროობზერვერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „ფეიკ ნიუსს“ უწოდებს

🔴 ებრძვის თუ არა ზელენსკი ოლიგარქებს? - Deutche Welle